რიყის პარკში გაიმართა აქცია -,, დახატე მშვიდობა“

2017 წლის 19 ნოემბერს, რიყის პარკში გაიმართა საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” მიერ პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში დაფინანსებული სამშვიდობო აქცია ,,დახატე მშვიდობა”.

პარკში განთავსდა მოლბერტები და სახატავი მასალა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო, დაეხატა თავისი ნახატი მშვიდობაზე. სამშვიდობო აქციამ დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიწვია, განსაკუთრებით პატარების მხრიდან.

All for Joomla All for Webmasters