• მთავარი
  • სიახლეები
  • სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარებაზე

სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარებაზე

2017 წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, სართიჭალის,, ფერმერთა სკოლაში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო სმედას წარმომადგენელმა ირინა მეკერიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ფერმის მართვა და მარკეტინგი.

სამი დღის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბიზნეს დაგეგმარების მნიშვნელობა, ბიზნეს გეგმის სტრუქტურა; პოტენციური ბაზრის განმარტება, ბაზრის მახასიათებლები, მომხმარებელთა კლასიფიკაცია, ბაზარზე არსებული სერვისების ტიპები, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, არსებული ბაზრის კრიტიკული ფაქტორები, კონკურენცია, მომხმარებელთა ანალიზი.
სმედას ტრენერმა ვრცლად ისაუბრა მარკეტინგულ სტრატეგიაზე, მენეჯმენტსა და მენეჯერის ფუნქციებზე (მაგ. დაგეგმარება - SWOT ანალიზი; ფასწარმოქმნა და თვითღირებულება -ფიქსირებული ხარჯები, ცვლადი ხარჯები, კონტრიბუციის ზღვარი). ასევე მომავალი ფერმერებისთვის ახსნილი იქნა, თუ რას ნიშნავს ფინანსური დაგეგმარება, როგორ უნდა მოხდეს ხარჯების განაწილება, აღრიცხვა; რა არის მოგება, ზარალისა და ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისები და ბალანსის სტრუქტურა.

103

All for Joomla All for Webmasters