პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ -ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება ქუთაისში

2015 წლის 31 ოქტომბერს, ფონდ ,,ლაზარეს“  პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. წმ.ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის გიმნაზიის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის  საინტერსო  აღმოჩნდა  მოწამეთას,  გელათის სამონასტრო კომპლექსისა  და  ბაგრატის ტაძრის მონახულება. მოზარდები  გაეცნენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, მათი განვითარების ეტაპებსა და მნიშვნელობას. 

ვრცლად

ინტერაქტიული სესია 124-ე საჯარო სკოლაში

2015 წლის 30 ოქტომბერს, ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტში - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- მონაწილე ლიდერებმა, თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს ინტერაქტიული სესია თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა.

ვრცლად

ასოციაცია „თანხმობამ“ წმ.თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა

2015 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარის მოადგილემ მარინე ფოჩხუამ ჩაატარა სემინარი თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“

ვრცლად

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ,,ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა“

2015 წლის 27 ოქტომბერს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ფარგლებში, საზაფხულო გაცვლითი ბანაკების მონაწილე ლიდერებმა, ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ინტერაქტიული სესია თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა. 

ვრცლად

სემინარი და მრგვალი მაგიდა სამშვიდობო პროცესების შესახებ ქუთაისში გაიმართა

2015 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ფონდ ,,ლაზარეს“ და მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი-დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“ 24 ოქტომბერს კი, - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -გაიმართა მრგვალი მაგიდა,

ვრცლად

მშვიდობის თემას მიძღვნილი ნახატების გამოფენა 151-ე საჯარო სკოლაში

2015 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის 151-ე საჯარო სკოლაში მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა, რომელიც სამშვიდობო თემატიკას ეძღვნებოდა.  ღონისძიება  პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში მცხოვრებ მოზარდთა შორის სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბება კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით.

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარებს სერთიფიკატები გადაეცათ

2015 წლის 21 ოქტომბერს, სოფელ ნინოწმინდაში, ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებმაც  მებოსტნის სპეციალობის  შემსწავლელი  კურსი დაასრულეს,  სერთიფიკატები გადაეცათ. 

ვრცლად

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე- „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“

2015 წლის18 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო კალანდარიშვილმა, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, ჩაატარა სემინარი თემაზე- „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“

ვრცლად

მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებისთვის ტრენინგი ჩატარდა

პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეში“, ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილ იქნა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე საპროექტო იდეა. საუკეთესო იდეების ავტორებისთვის კი, 2015 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  „პროექტის დიზაინი და მართვა.“

ვრცლად

საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“  აცხადებს  საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან  პროექტებზე, რომელშიც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს,  რომელთაც აქვთ სურვილი  თავიანთი წვლილი შეიტანონ  კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters