მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში

2015 წლის 8 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფონდ "ლაზარეს" სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო სახელოსნოებში დამზადებული საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, ხეზე ნაკვეთი ნივთები, ტანსაცმელი, ფარდაგები, თექის ნაწარმი და ა.შ.

ვრცლად

პროექტის-,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“-ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში

2015 წლის 5 დეკემბერს,ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, კახეთის რეგიონში მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე წინანდალში, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი და ალავერდის ტაძარი.

ვრცლად

მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომში, სამშვიდობო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა გიორგი ოგანესიანმა საკუთარი პროექტი, რომელიც  მშვიდობის თემას მიუძღვნა - ქალაქ ბორჯომში კონცერტის ორგანიზებით  განახორციელა.

ვრცლად

ფონდი ,,ლაზარე“ საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენაზე ვენაში

27-28 ნოემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, ყოველწლიური, რიგით 47-ე გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ("UNWG International Festival Charity Bazaar 2015"), რომელშიც  ავსტრიის ქართული სახლის მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე"  და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯი.

ვრცლად

მიკრო პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“- სიღნაღის რაიონში

ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა სოფო ბაბალაშვილმა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირემასშტაბიანი  პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“-განახორციელა. პროექტის მიხედვით, სიღნაღის რაიონის,  სოფელ ანაგის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი

ვრცლად

ვაზისუბანში ახალგაზრდული ქსელის ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო

2015 წლის 14 ნოემბერს, პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში შექმნილმა ახალგაზრდულმა ქსელმა, ფონდის -„გაამწვანე საქართველო“ - დახმარებით, სამშვიდობო აქციას გაუწია ორგანიზება. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდული ქსელის წევრებმა, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტების მონაწილეობით,

ვრცლად

პროექტის- ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება დავით გარეჯში

2015 წლის 14 ნოემბერს, ფონდ ,,ლაზარეს“  პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებმა ისტორიული მნიშვნელობითა და საინტერესო არქიტექტურით გამორჩეული დავით გარეჯის მონასტერი  მოინახულეს.

ვრცლად

მოსწავლეების ნახატების გამოფენა სამშვიდობო თემაზე თბილისის საჯარო სკოლებში

2015 წლის 10-12 ნოემბერს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში, თბილისის 87-ე და 124-ე საჯაჯარო სკოლებში მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა, რომელიც სამშვიდობო თემატიკას მიეძღვნა. ნახატები მოსწავლეებმა, სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს.

ვრცლად

ფილმის ჩვენება და დისკუსია მშვიდობის მნიშვნელობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე

2015 წლის 5 ნოემბერს, თბილისის 124-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის, ზაზა ურუშაძის ფილმის - ,,მანდარინების“ - ჩვენება მოეწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოწვეული მოდერატორის დახმარებით გაიმართა ფილმის განხილვა და დისკუსია მშვიდობის მნიშვნელობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. 

ვრცლად

ფილმის ჩვენება და დისკუსია 87-ე საჯარო სკოლაში

2015 წლის 3 ნოემბერს, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, თბილისის 87-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს,  სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ლიდერებმა   ზაზა ურუშაძის  ფილმი ,, მანდარინები“ აჩვენეს, რომლის  სიუჟეტიც აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება. ფილმის დასრულების შემდეგ მოწვეული მოდერატორის დახმარებით გაიმართა დისკუსია,

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters