სამშვიდობო განათლების დანერგვა - ტრეინინგი პედაგოგებისთვის

 

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” სამშვიდობო მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობა. ფონდი ხელს უწყობს სამშვიდობო განათლების დანერგვასა და მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას სკოლებში, რისთვისაც ყოველწლიურად, პროექტის - “ქართულ-ოსური” სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში იწვევს პედაგოგებს ტრეინინგებზე. 

ვრცლად

პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" 5 წლისაა

წელს ფონდ "ლაზარეს" პროექტს - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - 5 საიუბლეო წელი შეუსრულდა და წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში საზაფხულო ბანაკისთვის ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგი ჩატარდა. პროექტის მიზანი კვლავ ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ნდობის გაღრმავებაა.

ვრცლად

ჩატარდა ტრეინინგი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ამეგობრებს

15 წელზე მეტია, პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ხორციელდება ფონდ “ლაზარეს" და მისი პარტნიორების მიერ და  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის, ტოლერნატობისა და მიმღებლობის განვითარებაში. 15-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, ტრადიციულად, პირველი აქტივობა - ლიდერების ტრეინინგი  - “ლიდერობასა და ფასილიტაციაში” და “კონფლიქტის ტრანსფორმაციაში” - ჩატარდა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.

ვრცლად

ტრეინინგი „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ტრეინინგთა ციკლში „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებიდან. ტრეინინგი იმართება პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ლაზარე“ 2019 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და მიზნად ისახავსხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით.

ვრცლად

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ ცენტრალიზებული მართვის სისტემაზე გადავიდა

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეში“ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილების შესახებ. 2023 წლის გაზაფხულიდან, ფონდი ცენტრალიზებული მართვის სისტემაზე გადადის, რომლის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა სამი საგანმანათლებლო დაწესებულება: ახალი პროფესიული კოლეჯი, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა” და საერთაშორისო სკოლა „საქართველო.“         

ვრცლად

მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები

პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, მშვიდობის მშენებლობის ინიციატივების საკუთარ თემში განხორციელების მიზნით, ფონდმა „ლაზარემ“ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენელ სასულიერო პირთა მიერ წარმოდგენილი სამი მიკროპროექტი დააფინანსა:

ვრცლად

პროექტი ,,მოინახულე შენი სამშობლო“

2022 წლის შემოდგომიდან, ფონდმა  ,,ლაზარემ” სს თელასის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი სახელწოდებით:  ,,მოინახულე შენი სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდა  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია და  წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ვიზიტების მოწყობით, ექსკურსიებს უფრო მეტი ფუნქცია მივანიჭოთ და  ის განვიხილოთ როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც უბრალოდ გასართობ-სალაღობო დატვირთვა  არ აქვს,  არამედ მისი საშუალებით სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

ვრცლად

ინიციატივა ,,ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილება

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა შპს ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის, ახალკახათისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლების პედაგოგებმა ძალიან საინტერესო ინიციატივა განახორციელეს. აღნიშნული სკოლების მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც გაუზიარეს თავიანთ სკოლებში მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რათა აემაღლებინათ ცნობიერების დონე და მოახდინეს პროვოცირება ახალგაზრდებში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ვრცლად

ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოძისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად წარმატებით განახორციელეს ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“. პირველ ეტაპზე, ოძისის საჯარო სკოლაში მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ და კითხვარის საფუძველზე გამოვლინდნენ მონაწილეობის მსურველები.

ვრცლად

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი "

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი " 2022 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მესტიის N-1 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინიციატივის მიხედვით გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები პროექტის მონაწილე პედაგოგები - ზაირა ქურდიანი, მადონა მჭედლიანი, ეკატერინე გულედანი, ნინო გულბანი, სვეტლანა მჭედლიანი - იყვნენ. 

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters