• მთავარი

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, ტრადიციულად, წელსაც უმასპინძლა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში 12–18 ივლისს გაიმართა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 32–მა ეთნიკურად ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ. ჩატარდა ტრენინგები, სემინარები, ენის გაკვეთილები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობები.

ვრცლად

ტრენინგი პედაგოგებისთვის ,,სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”

7-11 ივლისს, საწველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა”- ფარგლებში, წეროვნის მე-3 და არეშფერანის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ,,სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”. ტრეინინგზე განხილული იყო სამშვიდობო განათლებასთან დაკავშირებული თემები: ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, პოზიტიური საკლასო კულტურა და მშვიდობის მშენებლობის აქტივობები სკოლაში.

ვრცლად

ტრენინგი -,, სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა", რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ილია მართლის სახელობი სკოლის, წმ. ნინოს სახელობის სკოლისა და თამარ მეფის გიმნაზიის 15-მა პედაგოგმა. ტრენინგზე განხილული იყო სკოლაში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და სამშვიდობო განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

ვრცლად

ტრენინგები ლიდერებისთვის

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ახალგაზრდული გაცვლის პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ,,ლიდერობა და ფასილიტაცია“ და ,,კონფლიქტის ტრანსფორმაცია“. ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

ვრცლად

სესია თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში

2021 წლის 2 ივნისს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის- ,,ქართულ - ოსური სამშვიდობო ინივიატივა“- ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა სესია “კონფლიქტის მართვა და ტრანსფორმაცია”.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters