• მთავარი
  • არქივი
  • სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში ბორჯომში მორიგი ტრენინგი ჩატარდა

სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში ბორჯომში მორიგი ტრენინგი ჩატარდა

2012 წლის 10 ნოემბერს, ბორჯომში, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,ლაზარეს“ ინიციატივით, პროექტის-„სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ -ფარგლებში, სასტუმრო ,, ბორჯომის ხეობაში“ ჩატარდა მორიგი ტრენინგი თემაზე- კონფლიქტების მართვა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი ბენეფიციარები.

ტრენინგის პროცესში მოზარდები გაეცნენ კონფლიქტების წარმოშობის მიზეზებს, მათი მართვის უნარებს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას, პიროვნულ განვითარებას, თვითშემეცნებასა და ფსიქოლოგიურ მომწიფებას.

All for Joomla All for Webmasters