• მთავარი
  • არქივი
  • 20-31 ივლისს, ახალდაბაში სამშვიდობო ბანაკების პირველი ნაკადი დაიწყო

20-31 ივლისს, ახალდაბაში სამშვიდობო ბანაკების პირველი ნაკადი დაიწყო

2012 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ახალდაბაში, პროექტის - „სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისათვის“ -ფარგლებში საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი შეიკრიბა, რომელშიც ქართველი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდები მონაწილეობდნენ. მისი განხორციელებისთვის წინასწარ მოხდა ლიდერთა შერჩევა, მათ გაიარეს სპეციალურ მომზადება, რათა შეეძინათ ბანაკში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

საზაფხულო ბანაკში ყოველი დღე დატვირთული იყო შემეცნებით-გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. ახალგაზრდები ეცნობოდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ტოლერანტობის არსს; ასევე ჩაუტარდათ სესიები კონფლიქტების მოგვარების საკითხებსა და მართვაში.

All for Joomla All for Webmasters