• მთავარი
  • პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი ინკლუზიური განათლების შესახებ

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი ინკლუზიური განათლების შესახებ

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი ქალბატონ, ქეთევან ავთანდილაშვილის, სოფელ რუისის #1 საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ განხორციელდა.
ინიციატივის ფარგლებში, რუისის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა ისწავლეს ხელნაკეთი სამკაულების, თექისა და ნაჭრის ჩანთების დამზადება და მასწავლებელთან ერთად ულამაზესი ნივთები შექმნეს. 
პროექტის მიზანი იყო შშმ და სსსმ მოსწავლეების გაძლიერება, მათი ძლიერი მხარეების წინ წამოწევა და ამით სკოლაში/თემში ხელმისაწვდომობის, მიმღებლობისა და თანამონაწილეობის გაზრდა. 
პროექტის შედეგად სკოლაში/საზოგადოებაში გაიზარდა ინკლუზიური განათლების კულტურის ხარისხი, გაძლიერდა მოსწავლეთა შესაძლებლობები და თვითშეფასება.
All for Joomla All for Webmasters