ტრენინგები ლიდერებისთვის

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ახალგაზრდული გაცვლის პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ,,ლიდერობა და ფასილიტაცია“ და ,,კონფლიქტის ტრანსფორმაცია“. ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

ტრენინგ-კურსები მოიცავდა ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, ცოდნასა და უნარ-ჩვევას, რაც მათ ახალგაზრდული გაცვლის სამართვად დასჭირდებათ. აქტივობაში მონაწილე ყველა პირს, (მათ შორის მონაწილეებს, ტრენერებს, პროექტის თანამშომლებსა თუ დამხმარე პერსონალს), სატრენინგო სივრცეში შემოსვლამდე, 48 საათით ადრე ჩაუტარდა PCR ტესტირება.  ტრენინგზე დაცული იყო ახალი კორონავირუსით ინფიცირების საპრევენციოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ბან3             ბან2

         ბან4                              ბან5

All for Joomla All for Webmasters