• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლამ“პირველი მოსავალი წმ. გიორგის კარის ეკლესიასთან მდებარე უპოვართა სახლს გადასცა

,,ფერმერთა სკოლამ“პირველი მოსავალი წმ. გიორგის კარის ეკლესიასთან მდებარე უპოვართა სახლს გადასცა

2014 წლის გაზაფხულიდან,  ფონდმა „ლაზარემ,“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS_EPER–ის ფინანსური მხარდაჭერით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაარსა ,,ფერმერთა სკოლა.“ პროექტის მიხედვით ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც მათ დაეხმარებათ აწარმოონ მომგებიანი პროდუქცია შემოსავლების გაზრდის მიზნით. 

2014 წლის 26 სექტემბერს,  აღნიშნულ  პროექტში  მონაწილე ახალგაზრდების მიერ მოყვანილი პირველი მოსავალი- ბოსტნეული კულტურები: ხახვი, სტაფილო, ჭარხალი საჩუქრად გადაეცა თბილისში,  წმ. გიორგის კარის ეკლესიასთან მდებარე უპოვართა სახლს.

All for Joomla All for Webmasters