საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკების პროექტი ახალდაბაში

2014 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად კვლავ განახორციელა პროექტი: ,, საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“.

პროექტის ფარგლებში ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა, 16-დან 18 წლამდე 60-მდე ახალგაზრდამ ახალდაბაში დაისვენა. ბანაკში მოზარდებისთვის შექმნილი იყო სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს, აგრეთვე კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლას. პროექტის მიზანია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება-დამეგობრება.

All for Joomla All for Webmasters