• მთავარი
  • სიახლეები
  • სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

2014 წლის 28-29 ივნისს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ფონდ ,,ლაზარეს“  ორგანიზებით, სახელობო -პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, ხის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი, ნახატები, გობელენი და თექისგან დამზადებული ნივთები.

სახელობო- პროფესიული  სწავლების პროექტს ფონდი ,,ლაზარე“ 2006 წლიდან   შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია  HEKS_EPER-ის, ხოლო 2010 წლიდან კი   სს „თელასის” მხარდაჭერით ახორციელებს. სახელოსნოებში,  სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოზარდი  უსასყიდლოდ ეუფლება ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების ტექნოლოგიას,  მინანქარს, ხატვას, გობელენს, ქარგვასა  და ჭრა-კერვას.

All for Joomla All for Webmasters