შეხვედრა HEKS/ EPER-ის წარმომადგენლებთან

2014 წლის 29 იანვარს, ფონდ ,,ლაზარეს“ ოფისში გაიმართა შეხვედრა შვეიცარული ორგანიზაცია HEKS EPER-ის წარმომადგენელებთან, სადაც განხილული  იქნა  ახალი პროექტი, რომელიც 2015 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის დაიწყება. პროექტის  ძირითადი მიზანია ფერმერთა სკოლის შექმნა საგარეჯოს რაიონის  სოფელ ნინოწმინდაში,

სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები   შეძლებენ პროფესიული ტრენინგების დახმარებით მიიღონ ცოდნა სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი ბიზნესით შემოსავლის მიღება. ხოლო, 14-18 თებერვალს,  ტრენინგებისა და კონსულტაციები ცენტრში (СTC) გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარესა “ და  HEKS/EPER- ის  სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამების ოფიცერის ვინსენტ ჰუგს შორის სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში. ოთხი დღის განმავლობაში, აქტიური მუშაობის შედეგად შემუშავდა სამშვიდობო პროექტის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა.

All for Joomla All for Webmasters