საგრანტო კონკურსი

პროექტის- ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:


1.სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა;
2. საუკეთესო იდეების გამოვლენა;
3.ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: ,,პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“;
4. საპროექტო განაცხადის გამოგზავნა;
5.საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება;
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, საპროექტო იდეები(არა უმეტეს 200 სიტყვისა) გამოაგზავნოთ 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

All for Joomla All for Webmasters