ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, საქართველოს საპატრიარქოს და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების პროცესში ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართვა.

წელს, პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში 16-დან 18 წლამდე ასაკის 60 ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდი იღებს მონაწილეობას და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა:ტრენინგები, სემინარები, უცხო ენის გაკვეთილები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობები.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია ბობოყვათის რეზიდენციაში იმართება. ფასდაუდებელია პატრიარქის ღვაწლი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაში და აღნიშნული პროექტის მხარდაჭერაც ამ მიზანს ემსახურება.

All for Joomla All for Webmasters