შეხვედრა კახეთის გუბერნატორთან

2019 წლის 8 თებერვალს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს” წარმომადგენლები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ, სადაც ახალი პროექტის- ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“ პრეზენტაცია წარადგინეს.

პროექტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერთა თეორიული და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი და სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული საგანმანათლებლო პროგრამებით: ორი გრძელვადიანი სასწავლო კურსით მეფუტკრეობასა და მეხილეობაში. პროექტი სრულად მოიცავს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს.

All for Joomla All for Webmasters