სამშვიდობო ლაშქრობები

2018 წელს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის ,,სამშვიდობო ლაშქრობების“ მიზანი იყო ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში ინფორმირებულობის გაზრდა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების შესახებ, რადგან პროგრამაში გასაგები მიზეზების გამო არ არის ყურადღება გამახვილებული რეგიონში არსებულ ეთნიკურ კონფლიქტებზე, მიკრო პროექტმა კი მათ შეთავაზა ამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

 

26, 27, 29 და 30 ნოემბერს თბილისის №98-ე, №37-ე, №104 -ე და №73 -ე საჯარო სკოლებში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, სადაც სურვილისამებრ შეირჩა სამშვიდობო ლაშქრობის 20 მონაწილე.1, 8 და 9 დეკემბერს განხორციელდა ლაშქრობები უძოში, ნათლისმცემლის მთასა და კოჯრის ციხეზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არაქართულენოვანი სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა, უმაღლესი სასწავლებლების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა, „საქართველოს ტოლერანტ სკაუტთა კავშირის“ და საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია ,,დიას''ლიდერებმა. 

ამასთან ლაშქრობების მიმდინარეობისას, ლიდერებმა და გამოცდილების მქონე ტრენერმა ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეებისთვის კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობაში სემინარები ჩაატარეს.

01

02

03

06

10

 

All for Joomla All for Webmasters