ფეხბურთის და ფრენბურთის სამშვიდობო მატჩები

2018 წელს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირე მასშტაბიან პროექტებზე. პირველ ეტაპზე, 16-დან 25 წლამდე დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამოაგზავნეს სამშვიდობო ინიციატივის იდეები, ხოლო მათ შორის საუკეთესო იდეების ავტორებმა 21 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში: ,,პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი“.


კონკურსის შედეგად საბოლოოდ დაფინანსდა სამი პროექტი:
✔ ფეხბურთის და ფრენბურთის სამშვიდობო მატჩები;
✔ სამშვიდობო ლაშქრობები;
✔ სამშვიდობო კუთხე ,,ახალგაზრდულ სახლში”;
10 დეკემბერს, კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებზე ჩატარდა მინი -ჩემპიონატი ფეხბურთსა და ფრენბურთში, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება ცხოვრების ჯანსაღი წესით; ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.

22

24

25

26

27

All for Joomla All for Webmasters