სემინარი მასწავლებლებისთვის

2018 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე- ,,კონფლიქტის სენსიტიურობის და ტოლერანტობის საკითხები სასწავლო პროცესში”.

მოწვეულმა მოდერატორმა ნინო კალანდარიშვილმა( ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი), ისაუბრა კონფლიქტის არსზე, კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტრატეგიებსა და ტიპებზე, სასკოლო გარემოში ძალადობაზე, სტერეოტიპებზე, ტოლერანტობაზე და სხვ.
სემინარის მსვლელობისას ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მოეწყო საინტერესო დისკუსია, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ, როგორც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

DSC 0205

DSC 0215

DSC 0208

DSC 0210

DSC 0218

DSC 0213

DSC 0221

DSC 0225

DSC 0230

 

All for Joomla All for Webmasters