ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა აჭარაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ძირითადი კომპონენტიასაზაფხულო ბანაკების მოწყობა 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის. მისი მიზანია სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით (გამოფენები, ტრენინგები, კონფერენციები, დისკუსია–სემინარები, მრგვალი მაგიდები...) და მათში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის ხელშეწყობა, ძალისმიერი მეთოდების უგულებელყოფა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყების სულისკვეთების შექმნა.

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც ორ ეტაპად იმართება საქართველოსა და სომხეთში ორიენტირებულია მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება–დამეგობრობასა და ტოლერანტული გრძნობების ჩამოყალიბება–განვითარებაზე. 

რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცებისპროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მხოლოდ ეკლესიამ შეძლო აღნიშნული ჯგუფების გაერთიანება და ერთ სივრცეში მოქცევა. მათ პატრონაჟს ფონდი,,ლაზარე“ კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მხარდაჭერით უკვე ათი წელია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარმატებით ახორციელებს.
საზაფხულო ბანაკი წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილას დაქირავებულ შენობაში იმართებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გადაწყვეტილებით, წელს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბობოყვათის რეზიდენციაში დაგვეთმო შენობა და ფართი, რაც ამ პროექტისადმი პატრიარქის დიდ მზრუნველობაზე მეტყველებს.
ა.წ. 14 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, ბობოყვათში,ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი ღონისძიებები. კერძოდ: სესიები კონფლიქტების მედიაციასა და ტრანსფორმაციაში, კონფლიქტების თემაზე ფილმის ჩვენება და დისკუსია, უცხო ენის მოკლე კურსები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები, თემატური საღამოები, ფლეშ-მობი. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა 75 მოზარდმა მიიღო.
პროექტმა არსებობის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინფორმაციული და კულტურული გაცვლების და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მიმართულებით.

you

 

All for Joomla All for Webmasters