ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა აჭარაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ძირითადი კომპონენტიასაზაფხულო ბანაკების მოწყობა 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის. მისი მიზანია სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით (გამოფენები, ტრენინგები, კონფერენციები, დისკუსია–სემინარები, მრგვალი მაგიდები...) და მათში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის ხელშეწყობა, ძალისმიერი მეთოდების უგულებელყოფა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყების სულისკვეთების შექმნა.

ვრცლად

ტრენინგი კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და მედიაციაში

2018 წლის 11 ივლისიდან 15 ივლისამდე, პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქობულეთში, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და მედიაციაში.

ვრცლად

ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში ახალგაზარდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ლიდერებისთვის

2018 წლის 7ივნისიდან 13 ივნისამდე, პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქობულეთში, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში  მონაწილე ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში.

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის” სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი: ,,კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა“

2018 წლის 17 მაისს, ,,ფერმერთა სკოლის” სართიჭალის ფილიალის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი: ,,კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა“ . ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარების“ წარმომადგენელმა, ნოდარ თხელიძემ, განიხილა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვისა და შემცირების საერთაშორისო მიდგომები: რისკის შეფასების ძირითადი კონცეფციები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეები.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში

2018 წლის 24 მარტს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან: მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელთან, სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად,

ვრცლად

ფონდი ,,ლაზარე“ სტუმრად საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმზე

2018 წლის 22 მარტს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“.

ვრცლად

ახალ პროფესიულ კოლეჯს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა

2018 წლის 12 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით ა(ა) იპ ახალ პროფესიულ კოლეჯს ექვსი წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი)

ვრცლად

ფონდმა ,,ლაზარემ“ სს ,,თელასის“ თანადგომით პროფესიული სასწავლებელი ,,სახელობო სკოლა“ დააფუძნა

2018 წლის 27 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე,“ სააქციო საზოგადოება ,,თელასთან“ ერთად წარმოადგენს პროექტის პრეზენტაციას - სახელობო პროფესიული სწავლების ფარგლებში.  2006 წლიდან 2010 წლამდე, ფონდი ,,ლაზარე“, სახელობო პროფესიული სწავლების პროექტს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით ახორციელებდა,

ვრცლად

სამშვიდობო თემას მიძღვნილი მიკრო პროექტი ქალაქ ზესტაფონში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ,,ლაზარეს“ პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, რომელსაც ფონდი პარტნიორებთან ერთად 2007 წლიდან შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 2017 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა 16 წლის ალექსი სვანიძემ სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირე მასშტაბიანი პროექტი წარმოადგინა.

ვრცლად

კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მექანიზმი”

2017 წლის 26 დეკემბერს, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ - ერთი მექანიზმი” გაიმართა.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters